დავით დარჩიაშვილი - საზოგადოების ნაწილი ხედავს, რომ ქვეყანაში არის სიმულაცია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობაზე დამყარებული წყობისა და ეს არ უნდა

საზოგადოების ნაწილი ხედავს, რომ ქვეყანაში არის  სიმულაცია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობაზე დამყარებული წყობისა და ეს არ უნდა, - ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა განაცხადა. 

მისი განმარტებით, საზოგადოება, რომელზეც დამოკიდებულია ქვეყანაში პროგრესი და ევროპული საქართველოს შექმნა, პარტიებისგან მხოლოდ კოორდინაციას საჭიროებს. 

"საზოგადოების  ნაწილი ოპოზიციურად არის განწყობილი, არა იმიტომ რომ ხელისუფლებაში ვიღაც თავისი ფავორიტის მოყვანა უნდა, არამედ იმიტომ რომ ხედავს, რაც ხდება ქვეყანაში არის   სიმულაცია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობაზე დამყარებული წყობისა და ეს არ უნდა. ასეთი საზოგადოება არსებობს,  პარტიებისგან მათ ჭირდებათ მხოლოდ  კოორდინაცია.  უბედურება ისა, რომ ეს ხალხი არ წარმოადგენს უმრავლესობას. უმრავლესობა არც არსებობს არანაირი საქართველოში, არიან "ოცნების" ნაყიდი ადამიანები, რომლებსაც ურჩევნიათ ამ ფეოდალურ, კლანურ სისტემაში, ამ აბლაბუდას ქსელში,  რაღაც  თავისი ნიშა იპოვნონ და მეტის იმედი ჰქონდეთ, იმიტომ რომ ასე უცხოვრიათ საბჭოთა წყობაში.  

გარდა იმისა, რომ  არიან ფეოდალურ სისტემაში თავისი ადგილის მაძიებელი ადამიანები, არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ კანონის უზენაესობის დამყარებული, ანუ ევროპული საქართველო, შუაში არიან ადამიანები, კიდევ ერთი იმდენი,  ალბათ, მესამედი, რომელიც დაბნეულია, ძალას ეძებს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ჩვენთან სამართლიანი არჩევნები არ არის. რაღაც ხმებს იყიდიან, ვიღაცას დააშინებენ, მერე აღარ ყოფნით მუხტი "შუაში მყოფ“ ადამიანებს, რომ იბრძოლონ“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები