ყახაზეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა გაიმარჯვა

ყახაზეთის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა გაიმარჯვა.

ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ნურლან აბდიროვმა განაცხადა, რომ არჩევნებში აქტივობამ 68%-ს გადააჭარბა. თოყაევმა 81,3% დააგროვა, ანუ მას ხმა მისცა დაახლოებით 6,45 მილიონმა მოქალაქემ.

პრეზიდენტობისთვის სულ 6 კანდიდატი იბრძოდა. თოყაევის ოპონენტებმა ხმების 2-3% მოიპოვეს. მოქმედი პრეზიდენტის გამარჯვება პროგნოზირებადი იყო, რადგან სხვა კანდიდატები დიდ პოლიტიკაში აქამდე არ ჩანდნენ.

აღსანიშნავია, რომ ყაზახეთში ვადამდელი არჩევნები თავად თოყაევის ინიციატივით ჩატარდა. მანამდე მან ხელი მოაწერა კანონს საპრეზიდენტო ვადის გაზრდისა და ხელახალი არჩევის შეუძლებლობის შესახებ. 

ყასიმ-ჟომართ თოყაევი ყაზახეთის პრეზიდენტი ახლა 7 წლის განმავლობაში იქნება.

თოყაევი პრეზიდენტი პირველად 2019 წელს მას შემდეგ გახდა, რაც 28-წლიანი მმართველობის შემდეგ ნურსულთან ნაზარბაევმა ვადამდელ არჩევნებში მხარი სწორედ მას დაუჭირა.

მსგავსი სიახლეები