გიგა ლემონჯავა - საქართველოს წარმომადგენლობამ მხარი არ დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც გმობს ირანში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას

საქართველოს წარმომადგენლობამ მხარი არ დაუჭირა გაეროს  რეზოლუციას, რომელიც გმობს ირანში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას,  - ამის შესახებ "დროას" წევრმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.

მისი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ამით მხარი დაუჭირა ავტორიტარულ რეჟიმს. 

"16 ნოემბერს გაეროს  გენერალურ ასამბლეაზე კენჭი უყარეს რეზოლუციას, რომელიც გმობს ირანში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას, საქართველოს წარმომადგენლობამ დარბაზი დატოვა  და არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა, შესაბამისად, მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ რეზოლუციას. ამ ცივილიზაციურ დაპირისპირებაში, სადაც დემოკრატია და ავტორიტარიზმი ერთმანეთს უპირისპირდება, "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ აირჩია ავტორიტარიზმის გზა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს ისეთმა ქვეყნებმა, როგორიც არიან მეანმარი, ჩადი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, სამხრეთ სუდანი - უფრო დიქტატორული მმართველობის მქონე ქვეყნები. რეზოლუციას ასევე მხარი არ დაუჭირა, რუსეთმა ბელარუსმა, სომხეთმა, თურქმენეთმა, ყირგიზეთმა და უზბეკეთმა, საქართველო, სამწუხაროდ, აღმოჩნდა ამ ქვეყნების კლუბში, რეზოლუციას მხარი დაუჭირეს მოლდოვამ და უკრაინამ“, - განაცხადა გიგა ლემონჯავამ. 

მისი თქმით, ირანთან დიპლომატიური კომუნიკაცია დაიწყო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა,  რაზეც რეაქციას საქართველოს მთავრობა აგვიანებს.

უახლესი ამბები