ზელენსკი - უკრაინელები მზად არიან გაიღონ ყველაფერი აგრესორ სახელმწიფოზე გამარჯვებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი უკრაინელებს ღირსებისა და თავისუფლების დღეს ულოცავს.

"ყველამ დაინახა, როგორი ხალხი გვყავს! მზად ვართ უკანასკნელიც გავიღოთ, მზად ვართ ბოლომდე ვიდგეთ, არ დაგვიკარგავს ღირსება, ვაჟკაცობა, საკუთარი თავის რწმენა და გავერთიანდით, რომ არ დაგვეკარგა თავისუფლება, არ დავკარგოთ უკრაინა. შეიძლება დავრჩეთ უფულოდ, ბენზინის, ცხელი წყლის, ელექტროენერგიის გარეშე, მაგრამ არა ნების გარეშე და ეს შეუცვლელია", - განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკიმ გაიხსენა მისი შარშანდელი მიმართვა ღირსებისა და თავისუფლების დღისადმი, სადაც მან თქვა, რომ უკრაინელებმა გადაიხადეს და აგრძელებენ ძალიან მაღალი ფასის გადახდას თავისუფლებისთვის. მან აღნიშნა, რომ არასოდეს დაივიწყებენ მათ, ვინც სიცოცხლე გაწირა უკრაინისთვის და არასოდეს აპატიებენ მათ, ვინც სიცოცხლე წაიღო და თავისუფლების წართმევა სურდა.

"მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა მთავარი, რადგან, ის, რაც მთავარია, შიგნითაა და ეს შეუცვლელია, ამიტომ ჩვენ გავუძლებთ და წამოვდგებით", - განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები