კელი დეგნანი - მნიშვნელოვანია, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი ევროპის სამართლის ექსპერტებმა შეისწავლონ

დეოლიგარქიზაციის კანონი არის საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

"მნიშვნელოვანი რჩევაა, განსაკუთრებით, როდესაც ის მოდის ევროდელეგაციისგან, ევროპის წარმომადგენლებისგან საქართველოში, რადგანაც ესენი არიან ინსტიტუტები, ვისთანაც თანამშრომლობს საქართველო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით და ძალიან მნიშვნელოვანი რჩევაა მათი მხრიდან.

მე მგონი, არსებობდა რაღაცა დაბნეულობა ამასთან დაკავშირებით. იგივე კანონი, რომელიც უკრაინამ შეიმუშავა და იყო გადაგზავნილი ვენეციის კომისიაში, შემდგომ უკან გამოიწვიეს და ამ ეტაპზე დასკვნას არ ელოდება, თუმცა რადგანაც ეს კანონი არის ახალი მიმართულება, საკმაოდ კომპლექსური, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპის სამართლის ექსპერტებმა გადახედონ ამ კანონს, შეისწავლონ და შემდგომ უკვე გააკეთონ დასკვნები, გამომდინარე მისი კომპლექსურობიდან. ვფიქრობ, ძალიან სასარგებლო იქნება ეს საქართველოსთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები