გიორგი ვაშაძე - გაქვს მარტივი არჩევანი, კანონპროექტს ან აგზავნი ვენეციის კომისიაში, ან არა, რაც ნიშნავს, რომ პირდაპირ უარს ამბობ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე

ჩემი გადამოწმებული ინფორმაციით, შემიძლია გითხრათ, რომ უკრაინა დეოლიგარქიზაციის კანონზე არანაირ დასკვნას არ ელოდება, უფრო მეტიც, წელიწადი და ერთი თვის წინ იყო გადაგზავნილი და ეს საკითხი საერთოდ მოხსნილია დღის წესრიგიდან უკრაინასთან მიმართებაში, ამ კანონზე დასკვნის მიცემა ვენეციის კომისიის მხრიდან, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პრორუსული "ქართული ოცნების“ სპეკულაციებმა "დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონზე არნახულ ზღვარს მიაღწია.

"მთელი ევროპა, აშშ და ყველა დამოუკიდებელი ორგანიზაცია ამბობს, რომ კანონპროექტი აბსურდულია, მაგრამ მაინც დაარეგისტრირეს და ორი მოსმენით მიიღეს.

რას არ გვიმტკიცებენ „ქართულ ოცნებაში“, რომ პროექტი ვენეციის კომისიაში არ გაგზავნონ. თუ საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ აგზავნის კანონპროექტს, ეს ნიშნავს, რომ დგამენ ნაბიჯს, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს. საკითხთან დაკავშირებით განხილვა უკვე საბავშვო ბაღის დონეზეა – წარმოუდგენელი აბსურდი ტრიალებს. პრორუსული პარტიის თავმჯდომარე კობახიძეს მივმართავ – ირაკლი, გაქვს მარტივი არჩევანი, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტს ან აგზავნი ვენეციის კომისიაში, ან არ გზავნი, რაც იმას ნიშნავს, პირდაპირ უარს ამბობ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე – მორჩა, დამთავრდა წერტილი. საქართველოს პარლამენტისგან ამას ითხოვს ევროკავშირი, აშშ, სამოქალაქო სექტორი, ოლივერ ვარჰეი, რომელიც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ასე ძალიან შეუყვარდათ. ისიც კი ამბობს, რომ კანონპროექტი ვენეციის კომისიაში უნდა გაიგზავნოს“, – განაცხადა ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები