მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმი და ადვოკატი ევროპარლამენტარებს შეხვდებიან

მომდევნო კვირაში ბრიუსელში მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები, ექიმი და ადვოკატი ევროპარლამენტარებს შეხვდებიან.  

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით,  ევროპარლამენტარებს ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობისა  და პატიმრობასთან დაკავშირებულ საკითხებს გააცნობენ.  

"შეხვედრა დაგეგმილია ევროპარლამენტარების ინიციატივით, სათქმელი ძალიან ბევრია, ეს შეეხება სააკაშვილის პატიმრობას, სააკაშვილის მკურნალობის საკითხს, ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობას და სხვა საკითხებს, რომლის ხმამაღლა გაჟღერებისგან ამ ეტაპზე თავს  შევიკავებ.  წარვადგენთ ექსპერტიზის დასკვნას, ასევე ადვოკატების მიერ მოპოვებულ რამდენიმე მტკიცებულებას, რაც დაკავშირებულია პატიმრობაში ყოფნის პერიოდთან, იქნება ეს ჯანმრთელობა, მასთან მოქცევის წესები და სხვა საკითხები“, - განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ. 

ევროპარლამენტარების ინიციატივით დაგეგმილ შეხვედრაში  გიული ალასანია, ედუარდ სააკაშვილი ნიკოლოზ ყიფშიძე და შალვა ხაჭაპურიძე მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები