სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება

ჩვენ არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მართლმსაჯულების სახლის“ ინიციატივით გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. 

"ჩვენ მართლაც ვიყავით ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანა ამ ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ცოტაც ჩამოვრჩით, ასევე ჩვენი ბრალით, ერთობლივი ბრალით. 

12 რეკომენდაციაში ნათელია, რომ მართლმსაჯულება და მისი რეფორმა, ან მისი რეფორმის ბოლომდე მიყვანა არის მთავარი და მთავარი არის რატომ, იმიტომ რომ ეს არის საშუალება, გზა იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოოდ გამოვიდეთ საბჭოთა სისტემიდან. სხვა გზა არ არსებობს, ამიდან გამომდინარეობს მერე ყველაფერი დანარჩენი, ადამიანის უფლების დაცვა, ბიზნესის დაცულობა, ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტების დადგენა, დისკრიმინაციის დაძლევა, მოსმენების აუცილებლობის ან არ-აუცილებლობის დადგენა. მინდა ვთქვა, რომ ცოტა დამაკლდა თქვენი მხარდაჭერა, იმ დროს, როცა ამ ძალიან არაევროპულ კანონზე დავდევი ვეტო. 

უნდა შევძლოთ ერთმანეთთან შეთანხმება იმაზე, თუ როგორ უნდა წავიდეს წინ მართლმსაჯულების რეფორმა. ეს კონსენსუსის მიღწევა არის მთავარი დეპოლარიზაციის ნიშანი.

ჩვენ ეს არ გაგვაჩნია არც ძლიერი ინსტიტუტები, არც ინსტიტუტების პატივისცემა და არც ის პრინციპები, რაც არის მართლმსაჯულება", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები