ელენე ხოშტარია - მთავარი კითხვა არის ჩვენს მიმართ, ვეგუებით ჩვენ თუ არა იმ მდგომარეობას, რომ "ქართული ოცნება" არ წაგვიყვანს ევროპისკენ

მთავარი კითხვა არის ჩვენს მიმართ,  ვეგუებით ჩვენ თუ არა იმ მდგომარეობას, რომ "ქართული ოცნება" არ წაგვიყვანს ევროპისკენ,  - ამის შესახებ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. 

მისი თქმით, "ქართულ ოცნებას" ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან მიმართებით უკვე გაცემული აქვს თავისი  პასუხი.  

"ერთ თვეში "ქართულ ოცნებას“ შეუძლია აჩვენოს ევროპას და თავის მოსახლეობას, რომ ჩვენ ვასრულებთ იმ სტანდარტებს,  რაც არის აუცილებელი. გასულია თვეები და მივდივართ უკან, გინდა დეკემბერში იყოს და გინდა 2023-ში ან 2038-ში, "ქართული ოცნება" ამას არ გააკეთებს. მთავარი კითხვა არის ჩვენს მიმართ - ოპოზიციის მიმართ, საპროტესტო ამომრჩევლის მიმართვეგუებით ჩვენ იმ მდგომარეობას, რომ ქართული ოცნება არ წაგვიყვანს ევროპისკენ, თუ არ ვეგუებით, - აქ უნდა ვეძებოთ პასუხი, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას ეს პასუხი გაცემული აქვს - ისინი არიან რუსები და რუსები ჩვენ ევროპაში არ შეგვიყვანენ. აქციები დღესაც საჭიროა“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით საკითხს ევროპარლამენტი 2023 წლის ოქტომბერში განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები