თორნიკე გორდაძე - რუსეთში ფიქრობენ, რომ "გენერალი ზამთარი“ კიდევ მათ მხარეს იქნება, ამჯერად არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის შანტაჟისთვის

რუსეთში ფიქრობენ, რომ "გენერალი ზამთარი“ კიდევ მათ მხარეს იქნება, ამჯერად არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის შანტაჟისთვის, - ამის შესახებ  პარიზის პოლიტიკურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მკვლევარმა თორნიკე გორდაძემ უკრაინაში პუტინის ომთან დაკავშირებით განაცხადა. 

მისი თქმით, რუსეთის მიერ უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე მიტანილი იერიში კრემლის მცდელობაა ზამთრის დახმარებით უკრაინელების ნებაზე იმოქმედოს და მოლაპარაკებაზე წასვლა აიძულოს. 

გორდაძის თქმით, ამაზეა დამოკიდებული პუტინის პოლიტიკური მომავალი. 

"მათ მიაჩნიათ, რომ ზამთარი არის რუსეთის მოკავშირე. "გენერალი ზამთარი“ გამოთქმა არის რუსეთში.  ფიქრობენ,  რომ ამ "გენერალი ზამთრის“ დახმარებით დაამარცხეს ნაპოლეონი, მეორე მსოფლიო ომში დაამარცხეს ჰიტლერი და ახლა ფიქრობენ, რომ ზამთარი კიდევ მათ მხარეს იქნება, ამჯერად არა მარტო უკრაინის, არამედ ევროპის შანტაჟისთვის.  

ევროპაზე შანტაჟი მათ არ გამოსდით, რადგან ევროპამ მოახერხა და ამ ზამთარში, როგორც ჩანს, 99%-ით გარანტირებული არის, რომ ენერგეტიკის მხრივ სერიოზული პრობლემები არ იქნება. ევროპას ხომ ვერ დაბომბავენ და გაანადგურებენ ელექტროსადგურებს, დაიწყეს უკრაინის განადგურება ამ მხრივ. რა თქმა უნდა,  მიზანი არის მოლაპარაკებების დაწყების იძულება. რუსეთს სურს, რომ შეინარჩუნოს ის ნაწილი, რომელიც მან დაიპყრო 24 თებერვლის შემდეგ, გარდა ყირიმისა და იმ  ნაწილისა, რომელსაც მანამდე ფლობდა  და ეს პუტინმა გაასაღოს გამარჯვებად და რამენაირად გადარჩეს პოლიტიკურად. დღევანდელი კრემლის პოლიტიკური მომავალი ამაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა თორნიკე გორდაძემ.

უახლესი ამბები