გელათის სამონასტრო კომპლექსის დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა

თბილისში, რუსთაველის ძეგლთან გელათის სამონასტრო კომპლექსის დაცვის მოთხოვნით აქცია გაიმართა. 

აქციის მონაწილეებმა გელათის ტაძარში  შექმნილი მდგომარეობა გააპროტესტეს, რაც, მათი თქმით, კულტურის სამინისტროს მხრიდან არაპროფესიონალურმა  ჩარევამ კიდევ უფრო დაამძიმა. 

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის  გიორგი ბიძინაშვილის განცხადებთ, საკითხს კულტურის მინისტრი უნდა ჩამოშორდეს.  

"განგაშის ზარი უნდა შემოვკრათ, თეა წულუკიანი მინისტრი ჩამოშორდეს საკითხს, ვინაიდან ის არის არაკომპეტენტური. შეიქმნას ქართველი და საერთაშორისო მეცნიერებებით დაკომპლექტებული მულტიდისციპლინარული სამეცნიერო ჯგუფი, რომელიც იზრუნებს ამ ტაძრის მომავალი თაობებისთვის შენახვაზე“, - განაცხადა ბიძინაშვილმა. 

უცხოელი ექსპერტების დასკვნის თანახმად, ძეგლზე შემდგომმა ჩარევებმა მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად დაამძიმა.   

სამუშაოები აღნიშნული დასკვნის საფუძველზე 2 თვის წინ შეწყდა, რის შესახებაც მინისტრმა თავად განაცხადა. 

თეა წულუკიანის თქმით,  სველი კედლების მიუხედავად სამუშაოების შეჩერებას არ ემხრობოდა, თუმცა ამ გადაწყვეტილების მოუწია.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები