მაკა ბოჭორიშვილი - უკრაინის წინააღმდეგ აგრესია რუსეთის იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მან საქართველოში დაიწყო

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაში მიიღო მონაწილეობა.

სიტყვით გამოსვლისას, მაკა ბოჭორიშვილმა მეზობელი სახელმწიფოებისადმი რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო სისტემას და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ხაზგასმით აღნიშნა  რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად საქართველოსა და უკრაინისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის მნიშვნელობა.

"უკრაინის წინააღმდეგ აგრესია რუსეთის იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც მან საქართველოში დაიწყო და რომლის შედეგადაც საქართველოს განუყოფელი რეგიონები - აფხაზეთი და ცხინვალი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. შესაბამისად, ჩვენ, ქართველებს, კარგად გვესმის, თუ რამდენად მტკივნეულია რუსეთის აგრესია, რუსული ოკუპაცია და უკრაინასა და უკრაინელ ხალხს მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ“,- განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესია პოლონეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ვარშავაში 24-26 ნოემბერს იმართება, რომელიც უკრაინაში ომს, კონფლიქტის გადაწყვეტასა და სამომავლო რეკონსტრუქციაში ეუთოსა და ეროვნული პარლამენტების როლს ეძღვნება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები