ირაკლი ზარქუა - პირდაპირ დარტყმებია, რომ აიძულონ და შეიწყალოს, მაგრამ შეწყალების საფუძველი არ არსებობს, სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს

"ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა არ გამორიცხავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

"მნიშვნელობა არ აქვს, ამა თუ იმ პიროვნებას საზოგადოებაში რა სტატუსი აქვს. როდესაც მას დანაშაული აქვს, მიდგომაა, რომ უნდა მოიხადოს სასჯელი. საუბარი მაქვს პატიმარ სააკაშვილზე, ისევე, როგორც პატიმარ გვარამიაზე. პატიმრობა კონკრეტულ ბრალდებებზე აქვთ მისჯილი კონკრეტული ვადით. რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილს, იმ დღეს ვუსმენდი და გავოგნდი, თქვა, რუსები ვაგონებით ჩამოვიდნენ საქართველოშიო და ვაგონი სად ნახა? ადამიანი არის არაადეკვატურობა.

მიუხედავად იმისა, რომ თქვა, არა და არასდროსო, შეწყალებას არ გამოვრიცხავ, რადგან ბოლო დროს ისეთ განცხადებებს აკეთებს. მისი პრეროგატივაა და ამის შესაძლებლობა აქვს, მაგრამ ბოლო წლების განმავლობაში პრეზიდენტს არალეგიტიმური, სამარცხვინო, მიუღებელი ეძახეს. ეს არის ინსტიტუცია, რომელიც მოგვწონს თუ არ მოგვწონს, უნდა გავუფრთხილდეთ და დავიცვათ. სალომე ზურაბიშვილს მართებს, ინსტიტუცია დაიცვას. შეურაცხყოფის შემდეგ იმ გუნდის ბელადის შეწყალება, ვისგანაც ასეთი ნიაღვარი მოდიოდა, მე არ მესმის. რაც ჩანს, ისაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, მათ შორის რაღაც ჯგუფის მხრიდან დასავლეთიდანაც პირდაპირ დარტყმებია, რომ აიძულონ და შეიწყალოს, მაგრამ შეწყალების საფუძველი არ არსებობს. კონკრეტული დანაშაულია ჩადენილი და სასჯელი ყველამ უნდა მოიხადოს. ყველას ჯანმრთელობას ვუსურვებ, მაგრამ თქვან კონკრეტული დასკვნა – მერამდენე თვეა, ხან ერთ, ხან მეორე დაავადებაზე საუბრობენ. ამ დალოცვილებმა დაწერონ, რა სჭირს და შემდეგ ვკითხავთ პენიტენციურ სამსახურს, შეუძლია თუ არა მკურნალობა“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხთან დაკავშირებით ყურადღებით არის. „ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დაზიანების დონეზე დასკვნა უნდა იყოს წარდგენილი სასამართლოში და დიდი იმედი მაქვს, ამ შეთხვევაში სასამართლო იქნება მოწოდების სიმაღლეზე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები