ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ განაჩენი სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ, ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის მსჯავრდებულების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ 2019 წლის 19 დეკემბერს, სუფრაზე წარმოქმნილი კონფლიქტის გამო, მსჯავრდებულები ცოტნე გამსახურდიას ფიზიკურად გაუსწორდნენ, დანით და ხელჯოხით სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენეს. ასევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტს შეესწრო ორი პირი, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი პირი დამნაშავედ ცნო ჯგუფურად ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობაში და სასჯელის სახედ თავისუფლების 15-15 წლით აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო დანაშაულის ჩადენის ფაქტის შემსწრე ბრალდებულები სასამართლომ დამნაშავედ ცნო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და სასჯელის სახედ თავისუფლების 4 წლით და 5 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მსჯავრდებულების მიმართ გამოტანილი განაჩენი ძალაში დატოვა", - აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები