გიორგი ვაშაძე - ჩემი აზრით, ღიად თუ დაბრუნდა ვანო მერაბიშვილი პარტიაში, ეს პრობლემაა თვითონ "ნაციონალური მოძრაობისთვის“

ჩემი აზრით, ღიად თუ დაბრუნდა ვანო მერაბიშვილი პარტიაში, ეს პრობლემაა თვითონ "ნაციონალური მოძრაობისთვის“, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესები თვითონ ნაციონალური მოძრაობის საქმეა, თუმცა კითხვაზე, აქვს თუ არა მნიშვნელობა ერთობისთვის თუ ვინ იქნება პარტიის თავმჯდომარე, ვაშაძე აცხადებს, რომ საკითხი ცალსახა არ არის. 

"აბსოლუტურად ცალკე პროცესია, რომელსაც როგორც ჩანს,  ღრმა ფესვები აქვს "ნაციონალურ მოძრაობაში“ და იმედი მაქვს, სწრაფად გადაწყვეტენ. ჩვენს გაერთიანებას ამ პროცესთან არაფერი კავშირი არ აქვს. 

თუმცა, რას გადაწყვეტს "ნაციონალური მოძრაობა" ერთიანობასთან დაკავშირებით, მაინტერესებს, როგორ არ მაინტერესებს. როგორც  ამბობთ, თუ ხაბეიშვილი მხარს უჭერს ერთიანობას, კარგია, თუმცა ის ადამიანები, ვინც მხარს უჭერენ ხაბეიშვილს, ასე მკაფიოდ არ უჭერენ მხარს ერთიანობას, ასე ცალსახად ვერ ვიტყვით“,  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

რაც შეეხება აკაკი ბობოხიძის განცხადებას, რომ კეზერაშვილის პროექტია ვაშაძის გაერთიანება,  რომლის ნაწილია "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ხაბეიშვილის არჩევა, ვაშაძე "შეთქმულების თეორიას" უწოდებს.  

"ევროპული საქართველო შეთქმულების თეორიებს ებრძოდა და იმხელა შეთქმულების თეორია წარმოადგინეს, მრავალსაფეხურიანი... აზრს მოკლებულია ეს ყველაფერი“, - განაცხადა ვაშაძემ. 

მისი თქმით, ახალი  გაერთიანების პრემიერობის კანდიდატი ვინ იქნება და იქნება თუ არა თავად, ამაზე საუბარი ჯერ  ნაადრევია.  

"სადაც ადგილს მომიჩენს ქართველი საზოგადოება, მე ის ვალდებულება და ის ფუნქცია უნდა შევასრულო. ჩვენ როდესაც გაერთიანებას ვთავაზობთ ადამიანებს,  წინაპირობებით კი არ ვთავაზობთ, ვთავაზობთ, რომ ერთად ვიმსჯელოთ ამ საკითხებზე“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები