ალექსანდერ დე კროო - ბელგია უკრაინას გამოუყოფს ახალ ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას

ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კროო კიევში ვიზიტით იმყოფება. ის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს მართავს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

"მივესალმები უკრაინაში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ალექსანდერ დე კროოს. ვიწყებთ მოლაპარაკებებს. დარწმუნებული ვარ, მოლაპარაკებები ორივე ქვეყნისთვის შინაარსიანი და სასარგებლო იქნება“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ამასთან, როგორც თავად ბელგიის პრემიერი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს, რომ ბელგია უკრაინას დამატებით ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას გადასცემს.

"ჩამოვედი კიევში. ბოლო დღეებში მასიური დაბომბვების შემდეგ ჩვენ უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე. ზამთრის ცივი თვეების წინ, ბელგია უკრაინას გამოუყოფს ახალ ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას“, – წერს ალექსანდერ დე კროო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები