არგენტინამ მექსიკა დაამარცხა და პირველი 3 ქულა მოიპოვა

“ლუსაილის” სტადიონზე, C ჯგუფის ეგიდით გამართულ შეხვედრაში არგენტინის ეროვნულმა ნაკრებმა მექსიკა დაამარცხა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

პირველ ტაიმში ბევრი მომენტი არ შექმნილა და უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევარში არგენტინა გააქტიურდა და 64-ე წუთზე ლეონელ მესიმ ანგარიში გახსნა. მატჩის მიწურულს კი ენცო ფერნანდესმა მექსიკელთა კარი ულამაზესი დარტყმით აიღო და საბოლოო ანგარიში 2:0 დააფიქსირა.

აღსანიშნავია ლეონელ მესის როლი დღევანდელ თამაში, რომელმაც გოლს+ასისტი ჩაიწერა აქტივში და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

C ჯგუფში ძალიან დიდი დაძაბულობაა, დღევანდელი შეხვედრების შემდეგ, ჯგუფს პოლონეთი ლიდერობს, მეორე ადგილზე საუდის არაბეთია, მესამეზე არგენტინა, ხოლო ბოლო პოზიციას მექსიკა იკავებს. ჯერ-ჯერობით ამ ჯგუფში გადაწყვეტილი არაფერია და ოთხივე გუნდი ინარჩუნებს პლეი-ოფში გასვლის შანსს.

27 ნოემბერს ფეხბურთის გულშემატიკვარს ოთხი თამაში ელოდება წინ:

14:00 საათზე: იაპონია - კოსტა-რიკა

17:00 საათზე: ბელგია - მაროკო

20:00 საათზე: ხორვატია - კანადა

23:00 საათზე: ესპანეთი - გერმანია

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი