ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობაზე უფიქრია და ახლაც ფიქრობს

ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის არჩევნებში მონაწილეობაზე უფიქრია. ამის შესახებ მან გუშინ "ფორმულას" ეთერში ისაუბრა.

წამყვანმა მას ჰკითხა, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, ჭიაბერაშვილმა პარტიის არჩევნებში კენჭი იყაროს, რაზეც მან უპასუხა, რომ ამაზე უფიქრია და "ახლაც ფიქრობს".

"მინდა განვმარტო, რაკი ეს კითხვა ისმება: პირველი ჩემი მოტივაცია არის, რომ ნაციონალური მოძრაობის და ზოგადად, ოპოზიციის დღის წესრიგი განისაზღვროს ისე, როგორც მე ეს წარმომიდგენია. მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა იყოს ერთგვარი ქოლგა პარტია, თუ დიდი პლატფორმა, რომელშიც თავი უნდა იპოვოს ძალიან ბევრმა ჯგუფმა.

მეორე - ზოგჯერ ის კონკურენცია, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ, არცთუ სასურველ სახეს იღებს. მე პირდაპირ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ არ უნდა დავუკაროთ არც ნიკას მელიას, არც ლევან ხაბეიშვილს, არც გიორგი მუმლაძეს ის ღირსებები, რაც მათ გაუკეთებიათ, მაგრამ მიმაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი რამ არის საჭირო ამ პარტიისთვის, რომ ის იყოს პლატფორმა, რომელიც შეკრავს ფართო საზოგადოებრივ კონსენსუსს", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.  

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები