"დროა" - ეს კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს ჟურნალისტებისთვის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის

პარტია "დროა" ცხრამუხის დედათა მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.

"ცხრამუხის მონასტერში მონაზონზე განხორციელებულ ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაზე საპატრიარქოს პოზიცია კიდევ უფრო აღვივებს და აძლიერებს სიძულვილს, ძალადობას საქართველოში. საპატრიარქოს სპიკერმა, ანდრია ჯაღმაიძემ მონაზონზე განხორციელებული ძალადობა მედიას დააბრალა. ეს კიდევ უფრო ზრდის საფრთხეს ჟურნალისტებისთვის, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც ბოლო წლებში მიზანმიმართული, წახალისებული აგრესიისა და ფიზიკური თავდასხმების მსხვერპლები არიან.

ანდრია ჯაღმაიძის განცხადება არ არის ერთეული შემთხვევა და საპატრიარქო უკვე წლებია ყოფს საქართველოს საზოგადოებას და სიძულვილს თესავს. წლებია, საქართველოს საპატრიარქო ძალადობრივ, პრორუსულ ჯგუფებს ქმნის, აძლიერებს და იყენებს მათ წინააღმდეგ, ვინც კონკრეტულ შემთხვევაში მათ ინტერესებს უპირისპირდება. ყველა ეს ჯგუფი საპატრიარქოსა და ქართული ოცნების ინსტრუმენტია საზოგადოებაზე ძალადობრივი კონტროლის მოსაპოვებლად. მედიის, აქტივისტების, უმცირესობების თუ ნებისმიერი სხვა ჯგუფისგან მტრის ხატის შექმნა, მათი ჩაგვრა, ძალადობა, შიშის დათესვა და საზოგადოების სიძულვილით კვება რუსული მართვის მოდელია, რასაც მყარი რუსული კავშირების მქონე საპატრიარქო და ხელისუფლება წლებია იყენებენ.

ამის ნათელი მაგალითია 2013 წლის 17 მაისი, 2021 წლის 5 ივლისი, როცა ხელისუფლებისა და საპატრიარქოსგან წახალისებულმა და მართულმა ჯგუფებმა მასობრივად იძალადეს მედიის წარმომადგენლებზე, რაც მსხვერპლით დასრულდა.

რუსეთთან საპატრიარქოს კავშირი უკვე ღია და დაუფარავია. უკრაინაში ომის შესახებ სრული დუმილის ფონზე, საქართველოს პატრიარქი იყო ერთადერთი სასულიერო ლიდერი მთელ მსოფლიოში, ვინც რუსეთის პატრიარქ კირილს დაბადების დღე მიულოცა. კირილი ვლადიმერ პუტინის იდეოლოგიური საყრდენია და მისი პოლიტიკის გამტარებელია, მხარს უჭერს უკრაინაში რუსეთის სასტიკ, არაადამიანურ ომს.

სწორედ სიძულვილით, მტრობით, ძალადობით საზოგადოების კვებამ გააღვიძა ადამიანებში არსებული ყველაზე ბნელი ინსტინქტები. ამის შედეგია მზარდი ფემიციდი, ცხრამუხის მონასტერში მომხდარი ძალადობა, არასრულწლოვანებზე განხორციელებული ძალადობის გახშირებული ფაქტები.
ძალადობის ეს ტალღა არათუ არ შემცირდება, არამედ პრობლემა კიდევ უფრო გაღრმავდება პრობლემის ფუნდამენტთან დაპირისპირების გარეშე - ქვეყნის მართვის რუსული მოდელი, რომელსაც საპატრიარქო და ქართული ოცნება იყენებენ", - აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები