მეუფე სვიმეონი - ეს რომ საკუთარ დედას შემთხვეოდა, ვინ ისურვებდით ასე გამოფენილიყო, ეს არის ქრისტიანობა?

არ იყო საჭირო კედელ-კედელ გამოფენილიყო ის შემთხვევა, რა შემთხვევაც მოხდა დედათა მონასტერში, - ამის შესახებ სურამისა და ხაშურის ეპარქიის წინამძღვარმა, მეუფე სვიმეონმა ცხრამუხის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა. 

"მას უნდა გავუფრთხილეეთ, ის ადამიანია, წარმოიდგინეთ, ეს რომ საკუთარ დედას შემთხვეოდა, ვინ ისურვებდით ასე გამოფენილიყო ეს შემთხვევა. ეს არის ქრისტიანობა? ეს არის ადამიანობა, რომ სკანდალებით თავს ვიწყნარებდეთ? ადამიანს ამხელა განსაცდელი აქვს და კიდევ აქეთ ცდილობენ დადანაშაულებას. 

რაც არ უნდა ითქვას, არაფერია დაფარული, რომ არ გაცხადდეს. ეს არ არის შემთხვევითი ფაქტი. ეკლესიის შეურაცხყოფამ რაც მოიტანა, კარგად დაანახა საზოგადოებას, რომ ამდენ დევნას როგორი წაქეზება და სიძულვილი მოყვება. მონასტერზე და დედაოებზე როგორ უნდა წააქეზო ეს გაჭირვებული ადამიანები"- განაცხადა მეუფე სვიმეონმა. 

ხაშურის დედათა მონასტერზე თავდასხმისთვის ორი პირია დაკავებული. ისინი მონასტრის დაყაჩაღებას ცდილობდნენ, რა დროსაც 70 წლის მონაზონზე ფიზიკურად და სექსუალურად იძალადეს. 

მონაზონი კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა მძიმეა.

უახლესი ამბები