ესპანეთი-გერმანია 1:1 დასრულდა

ესპანეთი-გერმანია 1:1 დასრულდა

E ჯგუფის შეხვედრაში, “ალ ბაითის” სტადიონზე, ესპანეთსა და გერმანიის ეროვნულ ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

შეხვედრა ძალიან დაძაბული, საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა. პირველი ნახევარი 0:0 დამთავრდა, თუმცა მეორე ტაიმში თითო-თითო გოლის გატანა ორივე გუნდმა შეძლო.

ანგარიში 62-ე წუთზე ალვარო მორატამ გახსნა და ესპანეთი დააწინაურა, წონასწორობა 83-ე წუთზე ნიკლას ფლუკრუგმა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიში 1:1 დააფიქსირა. 

აღსანიშნავია, რომ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში გერმანელთა შემტევმა ლეროი ზანემ ძალიან კარგი შანსი გაუშვა ხელიდან და საკუთარი გუნდის დაწინაურება ვერ მოახერხა.

საბოლოოდ E ჯგუფში ძალიან საინტერესოდ წარიმართა მოვლენები, კოსტა-რიკამ იაპონიას მოუგო, ესპანეთმა და გერმანიამ კი ქულები გაიყვეს, შესაბამისად ორი ტურის შემდეგ ოთხივე გუნდს აქვს შანსი ფლეი-ოფის საგზური მოიპოვოს, თუმცა მაინც ფავორიტებად ევროპული გუნდები რჩებიან. ამ მდგომარეობით, ესპანეთი ჯგუფს ლიდერობს, იაპონია და კოსტა-ტიკა მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, ხოლო გერმანია ბოლო პოზიციაზე, მაგრამეს არ ნიშნავს იმას, რომ ბუნდეს ნაკრები აუთსაიდერია, მას რჩება საკმაოდ რეალური შანსი მოიპოვოს ფლეი-ოფის საგზური. ყველაფერი მესამე ტურში გადაწყდება.

28 ნოემბერს ფეხბურთის გულშემატიკვარს კი ოთხი თამაში ელოდება წინ:

14:00 საათზე: კამერუნი - სერბეთი

17:00 საათზე: სამხრეთ კორეა - განა

20:00 საათზე: ბრაზილია - შვეიცარია

23:00 საათზე: პორტუგალია - ურუგვაი

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი