ანა წითლიძე - უცნაურია, რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს იმაზე, რომ გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი

პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" წევრის ანა წითლიძის შეფასებით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებები უცნაურია მას შემდეგ, რაც მან "ნაციონალური მოძრაობა" 2016 წელს დემონსტრაციულად დატოვა. 

"გაკვირვებული ვარ და ძალიან უცნაურია, ჭიაბერაშვილი, რომელმაც 6 წლის წინ დემონსტრაციულად დატოვა "ნაციონალური მოძრაობა" და ნებით თუ უნებლიედ ხელი შეუწყო რუსული ოცნების გაღვივებას, ახლა, როდესაც ის არ წარმოადგენს პარტიის წევრს, რა პრეტენზია უნდა ჰქონდეს იმაზე, რომ გახდეს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი. 

ჭიაბერაშვილი ჯერ მოსულიყო პარტიაში, ეღიარებინა თავისი შეცდომები 2016 წელს, გვესაუბრა პარტიის წევრებთან, მოესმინა მათი აზრი და მერე გაეკეთებინა საჯარო განცხადებები," - აცხადებს ანა წითლიძე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები