ელენე ხოშტარია - დასკვნები ყველამ უნდა გავაკეთოთ, თუ მესამე პრეზიდენტი იმ მდგომარეობაშია, რომ ექიმები სასამართლო პროცესამდეც არ უშვებენ

დასკვნები ყველამ უნდა გავაკეთოთ, თუ მესამე პრეზიდენტი იმ მდგომარეობაშია, რომ ექიმები  სასამართლო პროცესამდეც არ უშვებენ, - ამის შესახებ „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის  პროცესის დაწყებამდე განაცხადა. 

მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებით ექიმები თავად აღიარებენ, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. 

"მათ თავად მოუწიათ იმის აღიარება, რომ პრობლემაა მისი გადაადგილება. როცა მისი სურვილია.  პროცესზე დასწრება, მათ ამის შეზღუდვის უფლება არ აქვთ, მაგრამ ეშინიათ, რომ საზოგადოებამ ნახოს, თუ როგორ მდგომარეობაში არის. 

ამ ხელისუფლებისთვის არ არსებობს უფლებები, პირდაპირ შურისძიების პროცესს ვხედავთ მის წინააღმდეგ. დასკვნები ყველამ უნდა გავაკეთოთ, თუ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იმ მდგომარეობაშია, რომ სასამართლო პროცესამდეც არ უშვებენ ექიმები. ეს ნორმალური არაა, ამიტომ ძალიან აქტიურად არის სამუშაო, რომ ის ქვეყნიდან იყოს გაყვანილი, აქ მისი მორჩენის,  ან რაიმე უფლების  დაცვის შანსიც არ არის“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები