მიხეილ სარჯველაძე - მისი აზრით, ეტლში ჯდომით შეუძლია საზოგადოებაში ემპათიის გრძნობა გამოიწვიოს

"ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პროცესზე ეტლით მისვლა ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ საზოგადოებაში ემპათია გამიწვიოს.

"სამწუხაროდ, პოლიტიკურ ტრიბუნად სამართლებრივი ასპარეზის გამოყენების მცდელობა აქამდეც გვინახავს და სამწუხაროდ, როგორც ჩანს, არც პირველი იქნება ეს და არც უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც შეეცდება ბატონი სააკაშვილი რომ ეს ტრიბუნა, სამართლებრივი ტრიბუნა, გამოიყენოს პოლიტიკური  მიზნებისთვის. ერთ-ერთი ადვოკატის მხრიდან, რომელმაც ბრძანა, რომ მისი რჩევა იყო, რომ მივიდეს და აჩვენოს საზოგადოებას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი და მას სჭირდება საკაცით, ან ეტლით მიყვანაო, აქ პირდაპირ არის გაცხადებული მიზანი, რომ მისი მისვლა ატარებს ერთადერთ ფუნქციას - წარმოაჩენს ეტლში ჯდომით სურათს, რომელსაც მისი აზრით, შეუძლია საზოგადოებაში ემპათიის გრძნობა გამოიწვიოს", აცხადებს სარჯველაძე. 

სურვილის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი დღეს სასამართლოში არ მიიყვანეს, რადგან "ვივამედის" ექიმებმა რეკომენდაცია არ გასცეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები