ლევან ხაბეიშვილი - ყოველგვარი სპეკულაციები იმის შესახებ, რომ ჩემი კანდიდატურა იქნება მოხსნილი, არის მოგონილი ტყუილი

ყოველგვარი სპეკულაციები იმის შესახებ, რომ რაიმე სახით ხაბეიშვილის კანდიდატურა იქნება მოხსნილი, არის მდარე, მოგონილი ტყუილი, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

"შესაბამისად, ტყუილებზე, ფეიკ ნიუსებზე ცოტა სირცხვილია ამაზე ლაპარაკი. ჩვენ არასერიოზული ადამიანები არ ვართ. არავის მორალის განკითხვა ჩემი საქმე არ არის, მე ამ ადამიანს, მის გონიერებას, მის ნიჭს პატივს ვცემ, თუმცა ამ შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნები არის შიდა პარტიული არჩევნები და არა გარე არჩევნები. თუმცა, მას თუ ეყოლება პოლიტსაბჭოში მომხრეები, ვინც მის კანდიდატურას დააყენებენ, მე ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. 

რაც შეეხება სიბინძურეებს და ტალახს, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მხრიდან ნამდვილად არ არის, პარტიის მოქმედი თავმჯდომარე თავად საუბრობს იმაზე, რომ მისსავე პარტიას ახდის ფარდას“, - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

ზურაბ ჭიაბერაშვილი არ გამორიცხავს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დააყენოს. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები