"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბათუმის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს

"ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა ბათუმის საკრებულოს სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

საკრებულოს წევრის მამუკა ქობულაძის განცხადებით, სხდომას ტოვებენ მიხეილ სააკაშვილის მიმართ სოლიდარობის ნიშნად. მათივე განცხადებით, ასევე, ეს არის ერთგვარი პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ არჩეული დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტი არ არის გამოძიებული.

"ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან დღეს ერთი წელი გავიდა. ეს არ იყო ბუნებრივი სიკვდილი და ფაქტის გამოძიება საერთოდ არ მიმდინარეობს. ამასთან, მიხეილ სააკაშვილის გარშემო რაც ხდება, არის წარმოუდგენელი სისასტიკე და ასეთ პირობებში ჩვენ დღევანდელ სხდომაზე დასწრებას არ ვაპირებთ“, – განაცხადა მამუკა ქობულაძემ.

უახლესი ამბები