რომან გოცირიძე - პარტიის აქციებს აანონსებს პარტიის თავმჯდომარე, პარტიის სამდივნო

პარტიის აქციებს აანონსებს პარტიების თავმჯდომარე, პარტიის სამდივნო, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, შეუერთდებიან თუ არა "ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის ერთ-ერთი კანდიდატის ლევან ხაბეიშვილის მიერ დანონსებულ აქციას, ამაზე გადაწყვეტილება პარტიაში უნდა მიიღონ.  

"პარტიის აქციებს აანონსებს პარტიის თავმჯდომარე, პარტიის სამდივნო. საბოლოოდ პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას ამ აქციასთან დაკავშირებითაც და რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის აზრიც იქნება გათვალისწინებული. თუ იმდენად დამძიმდა მდგომარეობა, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლო სხდომაზეც ვერ მოიყვანეს, ბუნებრივია, რომ აქციები კიარა, ასჯერ მეტი აქციებიც დაგვჭირდეს და ამ პროტესტმა მიიღოს განსაკუთრებული ფორმა, ამის თაობაზე იმსჯელებს პარტია. თუ ცალკეულ ჯგუფებს პარტიიდან უნდათ რაიმე აქციების ჩატარება, ხელს არავინ უშლის და არც ამაშია პრობლემა“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ლევან ხაბეიშვილმა საპროტესტო აქცია შაბათს,  3 დეკემბერს "ქართული ოცნების" ოფისთან დაანონსა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები