რატი ბრეგაძე - მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელიც ჩაერთვება მის მკურნალობაში

გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, "იუსტიციის სამინისტროს არ აქვს სამართლებრივი ბერკეტი, რომ პატიმარი მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანოს".

"მსჯავრდებული პატიმარი სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ პენიტენციურ დაწესებულებებში და მსგავსი ტიპის მოთხოვნის სამართლებრივი ბერკეტი იუსტიციის სამინისტროს არ გააჩნია.

კანონის წინაშე თანასწორობა ეს არის ერთ-ერთი მთავარი კონსტიტუციური ღირებულება, რომელიც თანაბრად ვრცელდება ამ ქვეყანაში მყოფ ნებისმიერ პირზე და კანონით გაუთვალისწინებელი გამონაკლისი ვერავის მიმართ იქნება დაშვებული. 

საზოგადოებისთვის ასევე კარგად არის ცნობილი, რომ ცენტრი ემპათია ატარებს დამოუკიდებელ ექსერტიზას, რომელშიც ასევე ჩართული იყვნენ უცხოელი ექსპერტებიც და როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფომ, თითოეულ მათგანს მისცა შესაბამისი ნებართვები დოკუმენტაციის სრულად წარმოდგენის შემდგომ. 

გამომდინარე იმ მაღალი პასუხისმგებლობიდან, რომლითაც სახელმწიფო თითოეული ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ეკიდება, ახლაც გამოვთქვამთ მზადყოფნას და მსჯავრდებულ სააკაშვილს ვთავაზობთ, რომ ჩამოიყვანოს ნებისმიერი უცხოური კლინიკიდან ნებისმიერი ექიმი, რომელსაც სახელმწიფო მისცემს შესაძლებლობას, რომ ჩაერთოს მის მკურნალობაში", - განაცხადა ბრეგაძემ. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები