ნატო ჩხეიძე - დარჩა შთაბეჭდილება, რომ მას მხოლოდ სიცოცხლეს უნარჩუნებენ

მიხეილ სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის დროს ჰქონდა ქარიზმაც და არტისტიზმიც, მაგრამ ახლა მას სიმულაციის თავი ნამდვილად  არ აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ თავმჯდომარის მოადგილემ ნატო ჩხეიძემ განაცხადა. 

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ  „ქართული ოცნების“  წარმომადგენლებმა კარგად იციან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, ირაკლი კობახიძემ დღეს მაინც ცინიკური განცხადება გააკეთა. 

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ყოველდღიურად იციან,  რაც ხდება, მიუხედავად ამისა, დღეს მაინც ცინიკური განცხადება ჰქონდა ირაკლი კობახიძეს სიმულაციასთან დაკავშირებით. მიხეილ სააკაშვილს თავისი პრეზიდენტობის დროს ჰქონდა ქარიზმაც და არტისტიზმიც, მაგრამ ახლა მას სიმულაციის თავი ნამდვილად  არ აქვს. მიხეილ სააკაშვილს ახლა უბრალოდ, ვერ იცნობთ“, - განაცხადა ჩხეიძემ.   

მისი თქმით, ექსპრეზიდენტის მდგომარეობა შოკისმომგვრელია. 

"რომ შევედი ვერ ვიცანი,  ვიფიქრე, ალბათ, ორი პატიმარია აქ და გავიხედ-გამოვიხედე, რომ დამენახა ის,  ვისაც ასე თუ ისე ყველანი ვიცნობთ. 

რაც თვალში მომხვდა არის ის,  რომ კი თქვა კობახიძემ კომფორტულ პირობებშიაო, მაგრამ პატიმრის პირობებშიც არ არის. ორი ფანჯარა აქვს იმ საკანია თუ პალატაა და თავიდან ბოლომდე მთლიანად თეთრი საღებავითაა შეღებილი ისე,  რომ ცის ნაგლეჯი კი არა და საერთოდ არაფერი ჩანს. აბსოლუტურად დაყრუებულია იქაურობა და  ჩავთვალე, რომ ეს არის არა საკანი, არა პალატა, არამედ დილეგი. ადრე ისტორიიდან რომ გაგვიგია, „დილეგში აგდებდენ“, რომ სწორედ ის იყო დილეგი. როგორც ვიცით, დილეგი მიწის ქვეშ იყო და თან თავზე რომ დააფარებდნენ,  არ ჩანდა არაფერი, ასეთი დილეგის შთაბეჭდილება დატოვა იმ პალატამ, რადგან აბსოლუტურად იზოლირებული და დახურულია გარესამყაროდან. 

აქამდე რომ ამბობდნენ, დეპრესია აქვს მიხეილ სააკაშვილს და არ უნდა იქ ყოფნა, დეპრესიისა ნამდვილად ვერაფერი შევატყვე“, - განაცხადა ჩხეიძემ. 

მისი თქმით, ის, რაც ძალიან თვალსაჩინოა,  არის სააკაშვილის უკიდურესი სიგამხდრე და „თმების გამეჩხერება“. 

დეპუტატის თქმით, დარჩა შთაბეჭდილება, რომ მას მხოლოდ სიცოცხლეს უნარჩუნებენ. ჩხეიძის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პროფესიით  ექიმია, მისთვისაც გამაოგნებელია, თუ რა შეიძლება იყოს მიზეზი 6 თვეში, მას შემდეგ რაც სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობის ასეთი მკვეთრი გაუარესება.

უახლესი ამბები