ნიკოლოზ სამხარაძე - შევეცდებით, მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ გერმანიის მხრიდან

"გერმანიის დედაქალაქში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანია ორმხრივი ურთიერთობების განვითარება და გერმანელი პარტნიორების ინფორმირება საქართველოში მიმდინარე პროცესებზე“, -განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის მიერ ბერლინში დაგეგმილი შეხვედრების მნიშველობაზე საუბრისას.

"ვიზიტის მთავარი ამოცანა გერმანელი პარტნიორების ინფორმირებაა იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საქართველოში და როგორ ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რომელიც ევროკომისიის მიერ იქნა გამოცემული. საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე შევეცდებით მაქსიმალური მხარდაჭერა მოვიპოვოთ გერმანიის  მხრიდან, იმიტომ რომ გერმანიის მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება ჩვენთვის, როგორც კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში, ასევე შემდგომ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. გერმანია ჩვენთვის სტრატეგიული პარტნიორია და შესაბამისად, ამ ვიზიტს გამოვიყენებთ კიდევ უფრო მეტად ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებისთვის“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით საპარლამენტო დელეგაციის წევრები გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ბუნდესტაგის პრეზიდენტთან და კომიტეტის თავმჯდომარეებთან შეხვედრები.

ქართველი კანონმდებლები შეხვედრებს პოლიტიკური პარტიების, ფონდების და საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთანაც გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები