ედუარდ სააკაშვილი - ეს არის ერთადერთი სარგებელი, რომელიც ამ საშინელმა წელმა მოიტანა, მამაჩემმა თვალი გაუსწორა რეალობას

ეს არის ერთადერთი სარგებელი, რომელიც ამ საშინელმა წელმა მოიტანა,  მამაჩემმა თვალი გაუსწორა რეალობას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა  განაცხადა.  

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს მოუწია საკუთარი როლის გადაფასება. 

"ეს არის ერთადერთი სარგებელი, რომელიც საშინელმა წელმა მოიტანა, რომ მამაჩემმა თვალი გაუსწორა რეალობას, რაც არსებობს საქართველოში და გადააფასოს მან საკუთარი როლი ამ ქვეყანაში ზოგადად, გადააფასოს საკუთარი მიზნები, პრიორიტეტები. მან ბევრი გააკეთა წარსულში, მაგრამ მას მოუწია ამ ყველაფერის კარგად დანახვამ,  თუ რა სიტუაციაა დღეს და რა როლი აქვს დღეს მას, ვფიქრობ, რომ ეს კარგია“, - განაცხადა სააკაშვილმა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა რეალურად თავი მოიტყუა და საბედისწერო შეცდომა დაუშვა. 

"მისი მიდგომა ისაა, რომ ის ყოველთვის რაღაც კრიზისებში  იგდებდა თავის თავს, ქმნიდა ამ კრიზისულ სიტუაციებს და შემდეგ უცებ პოულობდა გამოსავალს. „ვარდების რევოლუცია“ და ასე შემდეგ, დიდი კრიზისების გადაწყვეტით მიაღწია მან წარმატებას. ალბათ, ეგონა, რომ კიდევ ერთხელ შეძლებდა იგივეს გაკეთებას.  მე არასდროს ვთვლიდი, რომ ეს იყო შესაძლებელი, რეალური. თუ შევხედავთ მხარდაჭერის დონეს, როგორი ხელისუფლება, რა ტიპის ძალაუფლებაა, ასე შემდეგ, ეს არ იყო რეალისტური. ძალიან სამწუხაროა, რომ მამაჩემმა, პრინციპში, თავი მოიტყუა, ამ წლების განმავლობაში, ის არც იყო საქართველოში, მხოლოდ გაფილტრული ინფორმაცია მიდიოდა მასთან, თვითონაც ფილტრავდა, რაც უნდოდა, ის ესმოდა. ამან უბიძგა მას უდიდესი შეცდომის დაშვებისკენ. მე მგონი, ძალიან ნანობს თვითონაც ამას და სწორედ ესაა მიზეზი, რატომაც არ გაიმეორებს“, - განაცხადა ედუარდ  სააკაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები