ლევან ხაბეიშვილი - მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციაზე იყოს ბევრი ადამიანი

ძალიან კარგია,  რომ ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ სავარაუდოდ, ამ აქციაზე იქნება,  - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა  განაცხადა. 

მისი თქმით, უნდა მოემზადონ ასევე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესისთვის.

"ძალიან კარგია, რომ ნიკა მელიამ გააკეთა განცხადება, რომ სავარაუდოდ, ამ აქციაზე იქნება, მისი განცხადებიდან, ყოველ შემთხვევაში ეს იკითხებოდა, მნიშვნელოვანია, რომ ამ აქციაზე იყოს ბევრი ადამიანი.

მნიშვნელოვანია, რომ მოვემზადოთ მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესისთვის.  ეს იქნება მშვიდობიანი აქცია, სადაც საქართველოს მოქალაქეები, არა მხოლოდ ჩვენი პარტიის წევრები, სამოქალაქო საზოგადოება, სხვადასხვა პოლიტიკური პარტია გაცხადებულად სოლიდარობას გამოუცხადებენ პრეზიდენტ სააკაშვილს.

ერთი გზავნილი გვაქვს,  რომ მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იყოს შენარჩუნებული, მოხდეს მისი გადაყვანა მესამე ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან  ხაბეიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში  გადაყვანის მოთხოვნით აქცია 3 დეკემბერს „ქართული ოცნების“ ოფისთან გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები