კულებამ უკრაინის საელჩოებს უსაფრთხოების ზომების სასწრაფოდ გაძლიერება დაავალა

საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ უკრაინის ყველა საელჩოს უსაფრთხოების ზომების სასწრაფოდ გაძლიერება დაავალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მადრიდში უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან აფეთქება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყების სპიკერმა ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე სთხოვა ესპანელ კოლეგას გადაუდებელი ზომების მიღება უკრაინის დიპლომატიურ უწყებაზე თავდასხმის გამოსაძიებლად.

"მინისტრმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვინც არ უნდა იდგეს ამ აფეთქების ორგანიზების უკან, ისინი ვერ შეძლებენ დააშინონ უკრაინელი დიპლომატები ან შეაჩერონ ყოველდღიური მუშაობა უკრაინის გასაძლიერებლად და რუსეთის აგრესიის დასაპირისპირებლად“, - განაცხადა ნიკოლენკომ.

მადრიში უკრაინის საელჩოსთან აფეთქება დღეს მოხდა. დაშავდა ერთი ადამიანი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები