გია ბარამიძე - გაუგებარია რაზე ვსაუბრობთ, არის თუ არა შეცდომა, რომ თავი გაწირა სამშობლოსთვის?

გმირობა რომ ჩაიდინა, შეცდომა ხო არ დაუშვა? - არ შეიძლება საკითხის ასე დასმა, გმირობა არის ყოველთვის სწორი, სამშობლოსთვის თავდადება არის ყოველთვის სწორი, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა გია ბარამიძემ მიხეილ სააკაშვილის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

მისი თქმით, მხოლოდ შვილს შეუძლია იმის თქმა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება შეცდომა იყო, სხვას ამის თქმით უფლება არ აქვს, რადგან საქმე სამშობლოსთვის თავგანწირვასთან გვაქვს. 

"ისტორია დაგვანახებს, იყო თუ არა ეს შეცდომა.  მე ვფიქრობ, რომ მიხეილ სააკაშვილს ყველაფერი კარგად ჰქონდა გააზრებული და  არასდროს არ ყოფილა ის მიამიტი ადამიანი. მესმის ჩემი ედუარდის გულისტკივილი, მე მისი  ნათლია ვარ და ძალიან მიყვარს ის, მისთვის მთავარია,  რომ მამა გადარჩეს და ვერავინ ვერ გაამტყუნებს მას...

ისტორიაში მიხეილ სააკაშვილი შევა,  როგორც საქართველოსთვის თავგანწირული ადამიანი, თავი გაწირა მიშამ.  ამ ბრძოლისთვის ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი, რომ იბრძოლოს მისი ქვეყნის თავისუფლებისათვის, კომფორტის მოსაპოვებლად არ ჩამოსულა. 

გაუგებარია რაზე ვსაუბრობთ, არის თუ არა შეცდომა, რომ თავი გაწირა სამშობლოსთვის? როგორ შეიძლება ვინმემ თქვას - ანწუხელიძემ რაც გააკეთა, შეცდომა იყო თუ არა? თავი რომ გაწირა და რომ მოკვდა, არ იცოდა რომ მოკლავდნენ? - ასე საკითხის დასმა  შეიძლება?! 

მხოლოდ შვილს შეუძლია თქვას ასეთი რამ მამაზე, იმიტომ რომ შვილს უნდა მამა გადაურჩეს, არ მოუკვდეს, სხვა დანარჩენებმა არ შეიძლება ამ კატეგორიებით ვისაუბროთ ამ მართლა ისტორიულ პიროვნებაზე, მართლა გმირზე.

კიდევ რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ მას სიცოცხლეში გმირი ვუწოდოთ? გმირობა რომ ჩაიდინა, შეცდომა ხო არ დაუშვა? - არ შეიძლება საკითხის ასე დასმა, გმირობა არის ყოველთვის სწორი, სამშობლოსთვის თავდადება არის ყოველთვის სწორი ასეთი ადამიანებისთვის, როგორიც ვართ ჩვენ“, - განაცხადა ბარამიძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები