გერმანიის ბუნდესტაგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა

გერმანიის ბუნდესტაგმა ჰოლოდომორი უკრაინელი ერის გენოციდად აღიარა. 

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ 1932-33 წლების დიდი შიმშილი, ანუ ჰოლოდომორი, უნდა "შეუერთდეს ტოტალიტარული სისტემების მიერ ჩადენილი არაადამიანური დანაშაულების სიას, რომლის დროსაც ევროპაში მილიონობით ადამიანის სიცოცხლე განადგურდა". 

"შიმშილი და რეპრესიები შეეხო მთელ უკრაინას. დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა ისტორიული და პოლიტიკური კლასიფიკაცია, როგორც გენოციდი. გერმანიის ბუნდესტაგი იზიარებს ამ კლასიფიკაციას", - აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტს მხარი დაუჭირეს სოციალ-დემოკრატებმა, მწვანეებმა და თავისუფალმა დემოკრატებმა, ასევე მთავარმა ოპოზიციურმა ქრისტიან-დემოკრატებმა და ქრისტიან-სოციალურმა კავშირმა.

უკრაინაში ჰოლოდომორის მსხვერპლთა ხსოვნის 90 წლისთავი 26 ნოემბერს აღინიშნა. 

მსგავსი სიახლეები