ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბერში 166 091 ლარის დაფინანსება გასცა

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამების ფარგლებში, ნოემბრის თვეში 166 091 ლარის დაფინანსება გასცა. აღნიშნული თანხით, მუნიციპალიტეტმა დახმარება 670  ბენეფიციარს გაუწია.

"82 842 ლარი, 112 მოქალაქის სტაციონარული მომსახურებისათვის გამოიყო. მედიკამენტების შესაძენად 68 ბენეფიციარი 7 952 ლარით დაფინანსდა.

ონკოლოგიური დაავადებების მქონე  38 პაციენტი 29 796  ლარით დაფინანსდა.

100 მრავალშვილიანი ოჯახი 19 100 ლარით დაფინანსდა.

სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება.

პროგრამის მთავარი მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება და მათი მხარდაჭერა", - აღნიშნულია მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები