ელენე ხოშტარია - ეს ნიშნავს, რომ საქართველო ეჭვმიტანილია იმ ქვეყნების რიგში, რომელიც რუსეთს ხელს უწყობს

ელჩი რომ ამას ამბობს, ეს ნიშნავს,  რომ საქართველო  ეჭვმიტანილია იმ ქვეყნების რიგში, რომელიც რუსეთს ხელს უწყობს, - ამის შესახებ პარტია "დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჩეხეთის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა. 

მისი თქმით, არაადექვატურია ჩეხეთის ელჩის განცხადებაზე "ქართული ოცნების“ ლიდერების რეაგირება, რომლებმაც ეს განცხადება უკრაინიდან გაკეთებულ განცხადებებს შეადარეს. 

"შევახსენებ „ქართულ ოცნებას“, რომ უკრაინამ ჯერ ეს ეჭვი გამოთქვა და შემდეგ დაასანქცირა, ამიტომ არ ვუსურვებ მათ,  რომ უკრაინის ტრაექტორიით წავიდეს ეს საქმე. რაც შეეხება თვითონ თემას, არსებობს საერთაშორისო დოკუმენტები, რომლის მიხედვით ჩვენ შეიძლება დავასკვნათ,  არის თუ არა საეჭვო კომპანიების თუ ქვეყნების მოქმედება. ერთი მარტივი მაგალითია, ქვეყნები, სადაც დარეგისტრირდა ბევრი რუსული ბიზნესი და მათ არ აქვთ გამჭვირვალე ვებგვერდები და ასე შემდეგ, ეს უნდა იყოს ეჭვის საფუძველი სახელმწიფოს მხრიდან, რომ მათ გადაამოწმონ, რადგან  ბევრი კომპანია იხსნება ამ სანქციების თავის არიდების მიზნით.

ის, რომ ელჩი ამას ამბობს, ეს არის ქვეყნის პრობლემა, კიდევ ერთი მაგალითი, რომ საქართველო ზოგადად ეჭვმიტანილია იმ ქვეყნების რიგში, რომელიც რუსეთს ხელს უწყობს. ძალიან მარტივი მიზეზებია, არ შევუერთდით სანქციებს, არ შემოვიღეთ არანაირი კანონმდებლობა,  რომელიც დაგვაზღვევდა ასეთი რისკებისგან“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

ჩეხეთის ელჩმა საქართველოში პეტრ მიკისკამ განაცხადა, რომ 2022 წელს საქართველოში ჩეხური პროდუქტების ექსპორტი "თითქმის გაორმაგებულია“, რაც აჩენს ეჭვს, რომ სხვაობის ნაწილი მაინც რუსეთის ფედერაციაში გადის

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები