საკირესა და დგვარში შიდა საუბნო გზაზე არმირებული ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფლებში საკირესა და დგვარში შიდა საუბნო გზის 1640 მ. მონაკვეთზე არმირებული ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. ასევე, ეწყობა ეზოებში შესასვლელები და სანიაღვრე სისტემა, - ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ტაბატაძე ადგილზე გაეცნო.

"სოფელ დგვარში და საკირეში შიდა საუბნო გზა დაზიანებული იყო, რაც ართულებდა აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილებას. 

ადგილობრივ მოსახლეობას ახლა უკვე საშუალება ექნებათ  იმოძრაონ განახლებული, კომფორტული და გაცილებით უსაფრთხო გზით.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან  1 237 601 ლარი გამოიყო. 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წელს დაიწყო და მომავალ წელს დასრულდება", - აცხადებენ მუნიციპალიტეტის მერიაში. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები