მიხეილ სარჯველაძე - სასამართლოსთვის მიმართვას მხოლოდ პიარული ფუნქცია აქვს, თავადაც იციან, რომ ამ საქმეს დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ არ არსებობს დიაგნოზი, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საფუძველს ქმნის. 

"დარწმუნებული ვარ, ვინც არ უნდა დანიშნულიყო სააკაშვილის საქმის განმხილველ მოსამართლედ, ანონსებს მაინც გააკეთებდნენ, რადგან თავადაც იციან, რომ ამ საქმეს დაკმაყოფილების პერსპექტივა არ აქვს. როგორც ჩანს, დიაგნოზი არ თქმულა. კანონმდებლობით განსაზღვრული ჩამონათვალიდან ერთ-ერთი დიაგნოზი მაინც რომ ჰქონდეთ დადასტურებული, რომელიც  ადამიანის გათავისუფლების საფუძველს ქმნის, როგორ ფიქრობთ, ამას დაფარავდნენ და არ გაამჟავნებდნენ? მგონია, ამას არ გააკეთებდნენ. იციან, რომ ასეთი არ აქვთ და ეს მოთხოვნა წარუმატებლობისთვის არის განწირული.

სასამართლოსთვის მიმართვას მხოლოდ პიარული ფუნქცია აქვს. ვინც არ უნდა დანიშნულიყო მოსამართლედ და მათთვის რაც არ უნდა მისაღები ყოფილიყო, მაინც გალანძღავდნენ. რაც შეეხება იმას, სასამართლოს გადაწყვეტილება როგორი იქნება, ამაზე მხოლოდ პროგნოზების თქმა შემიძლია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც ფორმით შეიძლება, ეს განიხილებოდეს, როგორც კარნახი სასამართლოსთვის. ეს თვითონ სასამართლოს გადასაწყვეტია, მაგრამ შემიძლია, გავაკეთო პროგნოზები ან მოსაზრებები გამოვთქვა, რამდენად არსებობს ან არ არსებობს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი ცალკეულ სამართლებრივ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები