გიული ალასანია - ძალიან მძიმე მდგომარეობაა, იმის იქეთ უკვე აღარაფერი აღარ არის

აქამდეც  უნდა მომხდარიყო გადაყვანა, ჩვენ უკვე დრო აღარ გვაქვს, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა.  

მისი თქმით, იმედოვნებს, რომ  სასამართლო მიიღებს გადაწყვეტილებას და შესაძლებელი გახდება მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში  სამკურნალოდ გადაყვანა.  

"იმედი მაქვს,  რომ სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, ამის საფუძველია პირველ რიგში მისი მდგომარეობა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა, იმის იქეთ უკვე აღარაფერი აღარ არის. 

მეორე რიგში - ჩართულობა, ძალიან ბევრი ვინმეა უკვე ჩართული. ამერიკის საელჩოა ძალიან აქტიურად ჩართული, ჩვენ გვახსოვს პოლონეთიდან ჩამოსული პრეზიდენტი, პრემიერი, ვიცე-სპიკერი ორჯერ ჩამოვიდა.  უკრაინა მუდმივად აქტიურობს, მიუხედავად იმისა, რომ მათ თავის თავი გაჭირვებიათ დღეს, მაინც არასდროს არ ივიწყებენ თავის მოქალაქეს და მუდმივად იბრძვიან მისი გადარჩენისთვის. საერთოდ, უკვე ძალიან ბევრი ქვეყანა ჩართული ამ საქმეში,  აცხადებენ მზადყოფნას, რომ მიიღონ, მიხედონ,  მოუარონ“, - განაცხადა გიული ალასანიამ. 

მისი თქმით, ექიმების მცდელობის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება. 

"ექიმებიც ძალიან განიცდიან, ზოგიერთი ტირის კიდეც, ისეთი მდგომარეობაა“, - აღნიშნა ალასანიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები