მარიამ ჯიშკარიანი - ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა შარშან დეკემბერში რომ ჩაინიშნა, ახლა ჩატარდა, საქმე გვაქვს სრულიად აბსურდულ სიტუაციასთან

ის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, შარშან დეკემბერში რომ ჩაინიშნა, ახლა ჩატარდა,  საქმე გვაქვს სრულიად აბსურდულ სიტუაციასთან, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო მოწამვლის შესახებ საქმე უკვე აღძრული უნდა იყოს. 

"ამერიკელი ტოქსიკოლოგის დასკვნაში პირდაპირ წერია,  რომ ამ ნივთიერებების, ვერცხლისწყლისა და დარიშხნის ორგანიზმში არსებობა არ არის მკურნალობის შედეგი. ცხადია, ამ სიმპტომებს  ფარმაკოლოგიური პრეპარატები ვერ გამოიწვევდა. ეს ნიშნავს,  რომ შესაძლოა,  ადამიანი არის  მოწამლული.

რაც შეეხება, როგორ  მოხდა და რა მოხდა, ჩვენი პრესკონფერენციის შემდეგ ამ მიმართულებით პროკურატურას საქმე უკვე აღძრული უნდა ჰქონდეს. დღეს ჩატარდა ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის მიზნით ნიმუშების აღება. ეს მოხდა გამოძიების ფარგლებში, რომელიც მიმდინარეობს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ. ის დაიწყო დეკემბერში, მაშინ იყო დანიშნული ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა, ვინაიდან ჩვენ მაშინ ნეიროლეპსიური პრეპარატების არამიზნობრივ გამოყენებაზე ვსაუბრობდით. ის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზა შარშან, დეკემბერში რომ ჩაინიშნა, ახლა ჩატარდა. აქ ჩვენ საქმე გვაქვს სრულიად აბსურდულ სიტუაციასთან“, - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა. 

ამერიკელი ტოქსიკოლოგის  დევიდ სმიტის მიერ გაკეთებულ დასკვნაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილი  ვერცხლისწყლითა და დარიშხანით არის მოწამლული.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები