შალვა პაპუაშვილი - საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით გერმანიის მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს

"დღეს ჩვენს დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა გერმანიის ბუნდესთაგის მეგობრობის ჯგუფთან სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების, საგარეო პოლიტიკურ სპიკერებთან.  ყველას აქვს ერთიანი პოზიცია და ეს არის სწორედ მრავალპარტიული და მრავალფრაქციული მხარდაჭერა საქართველოს პროგრესისა ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით“,-ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომელიც გერმანიის დედაქალაქში საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, მაღალი დონის შეხვედრებს მართავს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, შეხვედრებზე გერმანული მხრისგან გამოითქვა მოსაზრება, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ივნისში მიღებული გადაწყვეტილება იყო არასწორი და მომავალი გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ იქნება პოზიტიური.

"ბევრისგან მოვისმინეთ, რომ ივნისში მიღებული  გადაწყვეტილება, როდესაც არ მიეცა საქართველოს  კანდიდატის სტატუსი, იყო შეცდომა.  ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ კრიტერიუმები. რაც შეეხება გადაწყვეტილების პოლიტიკურ ნაწილს, ვფიქრობ, რომ შემდეგში გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური საქართველოს მიმართ კანდიდატის სტატუსის მინიჭების კუთხით“,-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები