შალვა ხაჭაპურიძე - არ გამოვრიცხავ, სხვა კლინიკაში გადაიყვანონ, სამი დღეა, განსაკუთრებულად დამძიმდა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვა კლინიკაში გადაიყვანონ.

მისი თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა ბოლო დღეებში განსაკუთრებით დამძიმდა.

"დროზე უნდა ჩაინიშნოს პროცესი და ალბათ ჩაინიშნება, ვადა მოსამართლეს არ აქვს დადგენილი. არ გამოვრიცხავ, ამ კვირაში ჩაინიშნოს. გუშინ წინ მივმართეთ სასამართლოს. საგამოძიებო სამსახურმა გუშინ აიღო ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზისთვის არასწორი მეთოდოლოგიით ანალიზი. რომელი საუკუნეა, ტოქსიკოლოგია აღარ დგინდება, წაიკითხონ წამყვანი სახელმწიფოს გაიდლაინები. ეგ იყო საბჭოთა კავშირის დროს და მაშინაც ვერ ადგენდნენ.

არ გამოვრიცხავ, სააკაშვილი სხვა კლინიკაში გადაიყვანონ. ჩვენ გვინდა საზღვარგარეთ, მაგრამ ამისთვის პროცესია ჩასატარებელი, პროცესამდე კი რეანიმაციულ განყოფილებაში უნდა გადაიყვანონ. ბოლო სამი დღეა განსაკუთრებულად დამძიმდა. არ ვიცი, რა უნდა გააკეთონ, შეიყვანონ კიდევ ექიმები, ნახონ კონსილიუმი. 

ექსპერტების პოზიცია ვიცით, რომ გადასაყვანია მრავალპროფილურ კლინიკაში, ევროპაში ან ამერიკაში. არსებობს სპეციალური თვითმფრინავები და ტექნიკა. მე ერთი ვიცი, სასამართლომ თუ უარი უთხრა სასჯელის გადავადებაზე ან სასჯელისგან გათავისუფლებაზე, აქ მოკვდება, დარწმუნებული ვარ“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ საზოგადოებრივ მაუწყებელთან.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები