თბილისის “დინამო” საქართველოს ჩემპიონია

თბილისის “დინამო” საქართველოს ჩემპიონია

დასრულდა საქართველოს “ეროვნული ლიგა”, ინტრიგა ბოლო ტურამდე შენარჩუნებული იყო, ჩემპიონობისთვის თბილისის და ბათუმის “დინამოები” იბრძოდნენ. საბოლოოდ თბილისელებმა თავისი თამაშის მოგება მოახერხეს და საქართველოს ჩემპიონები მეცხრამეტედ გახდნენ, რაც ყველაზე მეტია ისტორიაში.

ბორის პიჭაძის სახელობის დინამო “არენაზე” თბილისელებმა “გაგრას” უმასპინძლეს და 2:1 სძლიეს, ანგარიში დავით სხირტლაძემ გახსნა, ამას იმრანის გოლი მოჰყვა და “დინამომ” ანგარიში თავის სასარგებლოდ 2:0 წაიყვანა, მატჩის 73-ე წუთზე გაგრელთა რიგებიდან თამაზ მაქაცარიამ ერთი გოლი გაქვითა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

თავის თამაში ვერ მოიგო ბათუმის “დინამომ”, მათ ქუთაისის “ტორპედოსთან” 2:2 ითამაშეს, თუმცა თბილისელთა შედეგის მიხედვით ბათუმელებს რომც მოეგოთ შეხვედრა, ჩემპიონობისთვის საკმარისი მაინც არ იქნებოდა.

ამ სეზონში თითქოსდა წარმოუდგენელი იყო თბილისის “დინამოს” ჩემპიონობა, მაგრამ მათ 9-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს და ამ ყოველივეში უდიდესი წვლილი მიუძღვის გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს გია ჭიაბრიშვილს, რომელმაც გუნდი სეზონის მიმდინარეობისას ჩაიბარა. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ის მძიმემომენტი, როდესაც ჭიაბრიშვილს ერთ-ერთი თამაშის წინ გულის შეტევა დაემართა, მას შემდეგ გამოჯანმრთელდა და გუნდს ტურნირიც მოაგებინა. “დინამოს” ჩემპიონობა ამ ისტორიასთან ერთად ბევრად ღირებულია.

აღსანიშნავია, რომ “ეროვნული ლიგიდან” ოფიციალურად გავარდა თბილისის “ლოკომოტივი”, უმაღლეს ლიგაში დაბრუნდა ქობულეთის “შუქურა”.

რაც შეეხება სხვა გუნდებს, “გაგრა” და ბოლნისის “სიონი” ადგილის შენარჩუნებისთვის “ეროვნული ლიგა 2”-ის მეორე და მესამე ადგილოსნებთან ფლეი-აუთს ითამაშებენ, “გაგრა” “სპაერს” დაუპირისპირდება, “სიონი” კი “სამტრედიას”. 

ნიკოლოზ ბუთლიაშვილი