ნიკა მელია - დღეს კიდევ ერთი შეძახილი გაიგოს ყველამ, რომ არავინ შეეგუება მესამე პრეზიდენტის სიკვდილით დასჯას

დღეს კიდევ ერთი შეძახილი გაიგოს ყველამ,  რომ არავინ შეეგუება მესამე პრეზიდენტის სიკვდილით დასჯას, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ "ქართული ოცნების" ოფისთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. 

მისი თქმით, უკვე  ყველასთვის ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ამ ვითარებაში გამოჯანმრთელება შეუძლებელია და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. 

"ჩვენ გვაქვს მდგომარეობა, რომ მიხეილ სააკაშვილის, ქვეყნის მესამე პრეზიდენტის და პირველ რიგში, როგორც ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. ექიმები,  პროფესორები საუბრობენ როგორც პაციენტზე, მათ არ აინტერესებთ ვინ ვისი ოპოზიციაა, წერენ დასკვნაში,  რომ ამ ადამიანის გამოჯანმრთელება ამ ვითარებაში შეუძლებელია. ამიტომ წილი ნაყარია უკვე. უახლოეს დღეებში ჩვენ გვეცოდინება მიხეილ სააკაშვილს გამოუტანენ სასიკვდილო განაჩენს თუ მიიღებენ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას. 

დღეს პროგნოზებს არ გავაკეთებ, ეს აქცია ამას ემსახურება,  რომ  დღეს კიდევ ერთი შეძახილი გაიგოს ყველამ,  რომ არავინ შეეგუება მესამე პრეზიდენტის სიკვდილით დასჯას. 

ჩვენ ვსაუბრობთ უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე, თუ მას სიკვდილით სჯიან, მაშინ საქართველოს  თითოეულმა მოქალაქემ თავად  გადაწყვიტოს,  ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს,  რისთვის არის მზად. მე ვამბობ, რომ ვეღარაფერი ვეღარ იქნება ძველებურად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები