ზელენსკი - ყველაზე ცხელი და მტკივნეული ადგილები ბახმუტი და სოლედარია, ყველა, ვინც იქ არის, იმსახურებს უდიდეს მადლობას!

უკრაინელი სამხედროები აძლიერებენ თავდაცვის ფრონტს ყველა მიმართულებით და მაქსიმალურად ამცირებენ ოკუპანტების შესაძლებლობებს, შედეგად, რუსული "კალიბრი" საბოლოოდ ფსკერზე იქნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, მეთაურებმა კონკრეტული და მნიშვნელოვანი მიმართულებების შესახებ მოახსენეს და დონეცკის რეგიონში ყველაზე ცხელი და მტკივნეული ადგილები ბახმუტი და სოლედარია.

"ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ჩვენს ბიჭებს ამ მიმართულებით. ყველა, ვინც იქ არის, იმსახურებს უდიდეს მადლობას! განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩოპის რაზმის მესაზღვრეებს, რომლებიც ბახმუტის მიმართულებით იბრძვიან და დღეს ოკუპანტების მორიგი თვითმფრინავი ჩამოაგდეს", - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინული ძალები ძლიერდება ლუგანსკის და ხარკოვის რეგიონებში. უკრაინის სამხრეთით, სამხედროები აგრძელებენ ურწმუნოების შესაძლებლობების განადგურებას, ასევე ძლიერდება საზღვრები.

"შავი ზღვრის აკვატორია - ვმუშაობთ, რომ საბოლოოდ "კალიბრები“ ფსკერზე იყოს”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ბახმუტთან 3 დეკემბერს 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში მებრძოლი ქართველების ინფორმაციით, დაჭრილია კიდევ ერთი ქართველი მეთაური, რამდენიმე კი ალყაშია მოქცეული და მათ გამოსაყვანად ყველაფერი კეთდება.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები