სალომე ზურაბიშვილი 5 დეკემბერს ანდჯეი დუდას შეხვდება

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთს ეწვევა. 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 5 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანჯეი დუდას შეხვდება. 

ქალაქ ვარშავაში, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრის შემდეგ მედიისათვის განცხადებებს გააკეთებენ.

6 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ქალაქ ოსვენციმში, წმ. გრიგოლ ფერაძის მოწამებრივი სიკვდილიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში, სადაც გაიმართება საქართველოს და პოლონეთის ფოსტის ერთობლივი მარკის - "წმ. მღვდელმოწამე გრიგოლ ფერაძე“ წარდგენისა და ხელმოწერის ცერემონია.

სამუშაო ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი ევროპის კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდება და სტუდენტებისათვის, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ, საჯარო ლექციას წაიკითხავს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები