დენისენკო - სერგეი შოიგუს მინსკში ვიზიტს შესაძლოა, ორი მიზანი ჰქონდეს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მინსკში ვიზიტს შესაძლოა, ორი მიზანი ჰქონდეს. ეს არის ფსიქოლოგიური ოპერაცია და უბიძგებს ბელარუსის დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს, გადადგას კონკრეტული ნაბიჯები უკრაინის წინააღმდეგ ომის მხარდასაჭერად, - ამის შესახებ უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ვადიმ დენისენკომ განაცხადა.

"ვფიქრობ, აქ ორი მომენტია, პირველ რიგში, ეს არის ნამდვილად ფსიქოლოგიური ოპერაცია უკრაინის წინააღმდეგ, რადგან ნებისმიერი ასეთი ვიზიტი გამოიწვევს უამრავ შფოთვას და სხვა ფსიქოლოგიურ საკითხებს ჩვენს ქვეყანაში. მეორე მხრივ, ეს არის ბიძგი ბელარუსზე, რომ მან განახორციელოს შესაბამისი ქმედებები“, - აცხადებს დენისენკო.

მისი თქმით, სავარაუდოდ, მხარეებს შორის იყო საუბარი ბელარუსის შეიარაღების რუსებისთვის კიდევ უფრო ფართო გადაცემაზე, "რადგან ივნისიდან ბელარუსი გახდა რუსეთისთვის იარაღის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელი“.

3 დეკემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ  მოულოდნელი ვიზიტით მინსკში ჩავიდა, რომლის დროსაც ბელარუსის თავდაცვის მინისტრთან ვიქტორ ხრენინთან "ბელარუსის რესპუბლიკასა და რუსეთის ფედერაციას შორის სამხედრო სფეროში რეგიონული უსაფრთხოების ერთობლივი უზრუნველყოფის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“ ოქმს მოაწერა ხელი. 

შოიგუ ასევე შეხვდა ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელმაც მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ "ბელარუსი და რუსი სამხედროები ემზადებიან როგორც ერთიანი არმია ნებისმიერი აგრესიის მოსაგერიებლად“.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები