თენგიზ წულაძე - ვინაიდან პაციენტი ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში მკურნალობს და მდგომარეობა უარესდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა სამედიცინო სისტემამ თავისი როლი ამოწურა

პაციენტი ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში მკურნალობს და მდგომარეობა უარესდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა სამედიცინო სისტემამ თავისი როლი ამოწურა, - ამის შესახებ ექიმმა თენგიზ წულაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ჯანმრთელობის  მდგომარეობის შეფასებისას  განაცხადა. 

მისი თქმით, ლეტალური შედეგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია მესამე პრეზიდენტის სამკურნალოდ უცხოეთის კლინიკაში გადაყვანა. 

"ძალიან სუსტადაა, ძირითადად წევს. წამოყენება დახმარებით შევძელით, დამოუკიდებლად დგომა უჭირს და ჩარჩოს იყენებს, საუბრითაც უხალისოდ შემოდის კონტაქტში,  წნევაც ვარდება წამოყენებისას, სისხლნაკლებობაც გამოიხატა. თუ ასე გაგრძელდება, წონაში კლებას კიდევ გააგრძელებს, რა თქმა უნდა,  ლეტალურად დამთავრდება. 

რა თქმა უნდა, ცვლილება საჭიროა, ვინაიდან პაციენტი ერთ-ერთ საუკეთესო კლინიკაში მკურნალობს და მდგომარეობა უარესდება, ეს ნიშნავს, რომ ჩვენმა სამედიცინო სისტემამ თავისი როლი ამოწურა“, -  განაცხადა წულაძემ. 

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" 12 მაისიდან იმყოფება, კლინიკაში ის თავისი ფეხით შევიდა,  ამ დროისათვის კი მისი მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები