გიგი უგულავა - გულისამრევი და სამარცხვინოა ეს ადამიანი

ვინც ამ ადამიანზე, ან "ქართულ ოცნებაზე" იტყვის, რომ ეს არის ქართული მოვლენა, მან არც საქართველო იცის და არც ქართველის ბუნება, -   ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც პრემიერის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. 

უგულავას თქმით, ამ ხალხს მხოლოდ სხვისთვის „თვალების დათხრა“ ეხერხება. 

"გულისამრევი და სამარცხვინოა ეს ადამიანი, ვინც ამ ადამიანზე, ან "ქართულ ოცნებაზე" იტყვის, რომ ეს არის ქართული მოვლენა, მან არც საქართველო იცის და არც ქართველის ბუნება.  არც ალუდა ქეთელაური იცის, არც ვეფხისტყაოსანი და არც სახარება იცის. ესენი არიან მომთაბარე, ამ ქვეყანას მომჯდარი [ხალხი]... ვინც ამათ ქართველობა დააბრალოთ...

სად წერია, სად გაუგონიათ, ივანე ჭუჭუნაშვილების შთამომავლები არიან პირდაპირი მნიშვნელობით, მარტო სხვისი თვალების დათხრა იციან, მეტი არაფერი იციან“, - განაცხადა უგულავამ. 

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ოჯახებს მიუსამძიმრა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ მათ იქ  „ომის პარტია“ გზავნის და საქართველომ თავისი საომარი უკვე იომა.  მან 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენები გაიხსენა და მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები